|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხარაგაულში გაფიცულ მუშებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა ხვალ შეხვდება

ხარაგაულში, ბეჟათუბნის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულთა პროტესტი გრძელდება. გვირაბის შმენებლობაზე დასაქმებული ქართველები სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით ადმინისტრაციასთან შეხვედრას ითხოვენ. როგორც გაფიცულებს ადმინისტრაციიდან ეცნობათ, ხელმძღვანელობა მათ ხვალ შეხვდება.

"ხვალინდელი შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი, შევწყვეტთ გაფიცვას, თუ მოვახდენენ გვირაბის მშენებლობის პარალიზებას, რომ მუშაობა ვერც ადგილზე დასაქმებულმა ჩინელებმა შეძლონ"-აცხადებენ გაფიცულები.

ბეჟათუბნის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები დღეს დილით გაიფიცნენ. მათი მთავარი მოთხოვნა სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა.

"დღე არ გავა, ვინმე არ დაშავდეს"- ხარაგაულში მუშები გაიფიცნენ

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა