|
  • EUR 1 = GEL 3.964
  • USD 1 = GEL 3.3202
|

„ძალადობას არა აქვს გამართლება!“-დისკუსია ქუთაისში

„მსოფლიოში ქალების თითქმის მესამედი ფიზიკური თუ სექსუალური ძალადობის მსხვერპლია, ქალთა მკვლელობების 40% ჩადენილია მათი პარტნიორების მიერ“. - ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია „აკესო“ მიერ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ამ მონაცემებით, საქართველო მიეკუთვნება აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც საზოგადოების დამოკიდებულება მოწყვლად და მარგინიზირებულ ჯგუფებთან მიმართებაში მკვეთრად უარყოფითია.

შეხვედრა ორგანიზაციის "ევრაზიის ქალთა ქსელი  შიდსის საკითხებზე" რეგიონალური კამპანიის „ძალადობას არა აქვს გამართლება!“ ფარგლებში გაიმართა. მასში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

„საქართველოში ძალადობის მსხვერპლი ქალები იზოლირებული არიან საზოგადოებისაგან, აივ დადებითი ქალების უმრავლესობამ არ იცის კრიზისული ცენტრის, თავშესაფრის, ზიანის შემცირების სერვის ცენტრებისა და სხვა არსებული მომსახურების შესახებ და თუკი იცის, არ მიმართავს მათ დახმარებისათვის. ამის მიზეზად ასახელებენ გამჟღავნების შიშს, სირცხვილს, ქართულ მენტალიტეტს“-განაცხადა ეკა გარდაფხაძემ, „აკესოს“ ხელმძღვანელმა.

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა გაუქმდეს თუ არა კომენდანტის საათი?

კი - 82.76%
არა - 13.79%
არ ვიცი - 3.45%
სულ - 29 ხმა