|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონის მერის კახაბერ მახათაძის გადადგომას ითხოვენ

ზესტაფონში მერის კახაბერ მახათაძის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა.  მერიის შენობის წინ შეკრებილი მოქალაქეების განცხადებით,  მერი კახაბერ მახათაძე მუნიციპალიტეტის საზიანოდ მოქმედებს და თანამდებობა უნდა დატოვოს. 
როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ, ზესტაფონში შეჩერებულია სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები, მერს არ აქვს კომუნიკაცია მოქალაქეებთან და არამიზნობრივად ხდება ბიუჯეტის თანხების ხარჯვა.

 
"უკეთესობას ველოდით და უარესობა მივიღეთ. კარგია, რომ ბატონი ბიძინა დაბრუნდა პოლიტიკაში. ვთხოვთ, მიხედოს ზესტაფონს. საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდნენ მერის საქმიანობით",-განაცხადა აქციის ერთერთმა მონაწილემ დავით კაპანაძემ.
აქციაზე ზესტაფონის მერი კახაბერ მახათაძე მივიდა. მისი განცხადებით, აქციაზე შეკრებილები ის ადამიანები არიან, რომლებიც ზესტაფონის განვითარებას ხელს უშლიან.

 

ipn. ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა