|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საკონსტიტუციო ცვლილების დამტკიცებას ოპოზიციის მხარდაჭერა დაჭირდება

"ქართული ოცნების" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საკონსტიტუციო ინიციატივა - ,,პროპოციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაცია 1 ივლისს გაიმართება. 

ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივა  გულისხმობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით,  ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.

პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ პრეზენტაციაზე იწვევს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და არასამათავრობო ორგანიზაციებს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის  განცხადებით, საკოსტუტიციო ცვლილებებისათვის მმართველ პარტიას საკმარისი ხმები არ აქვს და ცვლილებებს ოპოზიციის მხარდაჭერა დაჭირდება.  "საკონსტიტუციო ცვლილებებს სჭირდება 113-ზე მეტი ხმა და „ქართულ ოცნებას“ ამ ეტაპზე აქვს დაახლოებით 106 ხმა. მე ვერ გამოვრივხავ, რომ იყოს რამდენიმე უმრავლესობის წევრი, რომლისთვისაც მიუღებელი იქნება საარჩევნო სისტემის შეცვლა და თქვენთვის ეს სიახლე არ არის. არსებობენ მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებისთვისაც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა არის საჭირო, სწორი და მიაჩნიათ, რომ ეს არის ქვეყნისთვის აუცლებელი. შესაბამისად, ვერავინ აიძულებს ადამიანს, რომ თავისი სურვილის წინააღმდეგ ხმა მისცეს რაიმე“,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა