|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჩვენ შესახებ

www.newpress.ge  არის ქართულენოვანი ახალი ამბების ვებ გვერდი, რომელიც 2011 წელს დაარსა გაზეთმა “ახალი გაზეთი”. გამომცემელია  შპს „ახალი გაზეთი“.  გაზეთის „ახალი გაზეთი“ და საიტის Newpress.ge  მთავარი რედაქტორია  ია ბობოხიძე,  რედაქტორი – ირინა მაკარიძე.

ახალი მედიის პლატფორმების გამოყენებით www.newpress.ge აუდიტორიას აწვდის ვიდეო, აუდიო, ფოტო კონტენტს და აშუქებს საგანგებო ამბებს მთელი საქართველოს მასშტაბით. 

google analytics-ის მიხედვით www.newpress.ge  2014 წელს ჰყავდა 1,283,777 უნიკალური ვიზიტორი. ამჟამად ვებგვერდს თვეში საშუალოდ 125 ათასი უნიკალური ვიზიტორი სტუმრობს. 

ყოველკვირეული დამოუკიდებელი გაზეთი „ახალი გაზეთი“ გამოდის ყოველ ორშაბათს 2001 წლის 16 ივლისიდან. გაზეთს 2001 წლიდან 2009 წლის 01 მარტამდე გამოსცემდა შ.პ.ს. „ავანტაჟი“. (რეგისტრირებულია ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. რეგისტრაციის ნომერი №12/5/ე-1193.) ხოლო 2009 წლის 01 მარტიდან დღემდე გამოსცემს შპს "ახალი გაზეთი".   (საიდენტიფიკაციო კოდი 212919797). დირექტორია ეკატერინე ბობოხიძე. შპს „ახალი გაზეთი“ რეგისტრირებულია ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) მიერ. №01325.

 

საიტი www.newpress.ge და გაზეთი „ახალი გაზეთი“ არის ორი დამოუკიდებელი მედია პლატფორმა. ისინი არ გამოხატავენ არც ერთი პოლიტიკური პარტიისა და დაჯგუფების ინტერესებს და მთლიანად ხელმძღვანელობენ თავისუფალი პრესის პრინციპებით.  ორივე გამოცემა ემსახურება ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობას, ადამიანის უფლებების პატივისცემაზე დამყარებული ფასეულობების პოპულარიზაციას და ტოლერანტობის კულტურის დანერგვას.

ჩვენი გუნდი მჭიდროდ თანამშრომლობს ადამიანის უფლებათა დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. მხარს უჭერს უმცირესობების პრობლემების დაძლევას, გენდერული თანასწორობის აღდგენას, ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასა და ადამიანის უფლებათა დასაცავად მიმართული ყველა ღონისძიებას. გარდა ამისა, ვცდილობთ ფეხი ავუწყოთ საქართველოს განვითარებისათვის მნიშვნელოვან რეფორმებს, რომელიც პოზიტიურად შეცვლის არსებულ მდგომარეობას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მის ფარგლებს გარეთ. ამდენად, ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ევრო-ანტლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა მიიჩნევა.

ასევე, წარმატებით ვთანამშრომლობთ ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან. გაზეთი „ახალი გაზეთი“ არის „საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის“ დამფუძნებელი და გამგეობის წევრი, საქართველოს ჟურნალისტთა ქარტიის დამფუძნებელი.

ჟურნალისტური გამოძიებების წარმოება „ახალ გაზეთის“ ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა. 2008 წელს დანიის გამომძიებელ ჟურნალისტთა ქსელისა (SCOOP) და რობერტ ბოშის ფონდის ფინანსური დახმარებით „ახალ გაზეთში“ განხორციელდა ჟურნალისტური გამოძიებების სერია საქართველოს მოქალაქეების არალეგალურად მიგრაციის საკითხებზე საბერძნეთში, ჩეხეთსა და გერმანიაში. „ახალ გაზეთში“ გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიებები დაჯილდოვებულია მთავარი პრიზებით სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

 

მიღწევები:

  • 2005 და 2006 წელი - „ახალი გაზეთი“ „ნიკო ნიკოლაძის სამეცნიერო საზოგადოებისა“ და საქართველოს ეროვნული ბანკის ქუთაისის ფილიალის მიერ დაჯილდოვდა იმერეთის მხარეში საბანკო სექტორის საქმიანობის ამსახველი საუკეთესო პუბლიკაციებისთვის.
  • რელიგიური უმცირესობების საკითხების გაშუქებისა და ტოლერანტობის ხელშეწყობისთვის „ახალი გაზეთი“ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ დაჯილდოვდა სპეციალური პრიზით 2006 წელს.
  • ოჯახური ძალადობის საკითხების საუკეთესოდ გაშუქებისთვის 2008 წელს „ახალი გაზეთი“ მთავარი პრემიით დაჯილდოვდა „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის იმერეთის კომიტეტის“ მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგად.
  • 2009 წელი - დანიის გამომძიებელ ჟურნალისტთა ქსელის “Scoop”- ის მიერ დაჯილდოვდა სპეციალური პრემიით საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიებისთვის “ბიზნესი მიგრანტებით და არალეგალური მარშუტებით”. 
  • 2008 წელი - „საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის“ მიერ გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) ფინანსური მხარდაჭერით ასოციაციის წევრი გაზეთებისთვის გამოცხადებულ კონკურსში „ახალმა გაზეთმა“ დაიმსახურა პირველი პრემია.
  • 2008 წელი - „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ „ახალი გაზეთი“ დაჯიდლოვდა ენერგეტიკის თემაზე საუკეთესო სტატიის გამოქვეყნებისთვის. კონკურსი ჩატარდა “BP - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით. 
  • 2013 წელი – გაზეთი ‘‘ახალი გაზეთი“ ჟურნალისტთასაერთაშორისოფონდისმიერ დაჯილდოვდა პრიზით  "ოქროსფრთა"  
  • 2015 წელი - „ახალი გაზეთის“ მიერ მომზადებული ჟურნალსიტური გამოძიებას „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში სპეციალური პრიზის მფლობელის სტატუსი მიენიჭა.

 

 

 

 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა