1-ლი ოქტომბრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების მესამე ფაზა ამოქმედდა
1-ლი ოქტომბრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მესამე ფაზა ამოქმედდება. კერძოდ, ოქტომბრიდან ინსპექტირება სავალდებულო იქნება ყველა ავტომობილისთვის, რომლის ძრავის მოცულობა 3,000 კუბური სმ ან მეტია.
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის საინფორმაციო ხელშეწყობის მიზნით, შექმნილია ცხელი ხაზი (1484), რომელიც მუშაობს ყოველ სამუშაო დღეს 10:00- დან 18:00 სათამდე.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 1-ლი იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირება სამგზავრო და სატვირთო ავტომობილებისთვის, 1-ლი ივლისიდან კი სახელმწიფო უწყებების და იურიდიული პირების კუთვნილებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ამოქმედდა. მთლიანად ავტოპარკისთვის კი ტექნიკური ინსპექტირება 2019 წლის 1-ლი იანვრიდან გახდება სავალდებულო.
ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების მეორე ტალღა იწყება
ავტორი: ნიუპრესი