ქუთაისის მერიის სპორტული და კულტურული ააიპების თანამშრომლებს ატესტაცია ჩაუტარდებათ. ატესტაციის პირველი ეტაპია ტესტირება, რომელიც 13 დეკემბერს ჩატარდება.
დაგეგმილ ატესტაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია ქალაქის მერიის სპორტული და კულტურული ააიპ-ების თანამშრომლებს მერის მოადგილემ კონსტანტინე ქავთარაძემ გააცნო.
ტესტირება 100 კითხვისაგან შედგება. აქედან 50 – საკანონმდებლო, 50 კი, მათემატიკური და სხვა ლოგიკური უნარ-ჩვევებისგან შემდგარი საკითხებია. მინიმალური გამსვლელი ქულა 65-ს შეადგენს.
ატესტაციას ააიპების ადმინისტრაციებში დასაქმებულები გაივლიან.