ლენტეხის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად გამოწვეულ პრობლემებს ებრძვიან.
ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ადიდდა, ცენტრალურ გზაზე, საყდრის ხიდის მიმდებარედ კი მიწის მასა ჩამოიშალა, რის გამოც გზაზე მოძრაობა აკრძალულია.
ჩოლურისა და ლაშხეთის თემის 30-მდე სოფელი დროებით გზის ჩავარდნისა და ღვარცოფის გამო გარესამყაროს მოწყდა.
მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
ადგილზე მუშაობს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი ტექნიკა და რეგიონული სამსახურები.