სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ლენტეხში სტიქიის ზონაში გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება

21 ივლისი, 2026 • ნესტან ჩაგელიშვილი • 577

ლენტეხში სტიქიის ზონაში გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება

სტიქიის ზონაში გეოლოგებს ელოდებიან.

ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდა.
ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა, იწმინდება ცენტრალური საავტომობილო გზა და მიმდებარე ტერიტორია.
ამ დროისთვის გარესამყაროს მოწყვეტილი არც ერთი სოფელი აღარ არის.

სოფელ საყდართან მოწყობილია დროებითი შემოვლითი გზა, რაც მოსახლეობის გადაადგილებას უზრუნველყოფს. პარალელურად გაგრძელდება დაზიანებული ხიდის აღდგენითი სამუშაოები.
დღეს, სტიქიის ზონაში გეოლოგებს ელოდებიან, რომლებიც ტერიტორიას შეისწავლიან და შეაფასებენ არსებულ მდგომარეობას.

თეგები: სტიქიაღვარცოფიხიდი