გერმანული გაზეთის წყაროს ინფორმაციით, ევროკომისიის ანგარიშში, რომელიც მიმდინარე წლის 15 დეკემბერს უნდა გამოქვეყნდეს, საქართველოსა და უკრაინის მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულება დადებითად იქნება შეფასებული.
როგორც Die Welt აღნიშნავს, უვიზო მიმოსვლის შემოღება საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის ნიშნავს, რომ ისინი შენგენის ზონაში შემავალ 26 ევროპულ სახელმწიფოში უვიზოდ მოგზაურობას შეძლებენ 6 თვიან პერიოდში მაქსიმუმ 3 თვის ხანგრძლივობით. აღნიშნული არ გულისხმობს ევროკავშირში უვიზოდ მუშაობასა და სწავლას. ამისთვის საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს ადრინდელივით მოუწევთ სამუშაო და სასწავლო ვიზის მოპოვება.
“საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ გადაადგილებას 2016 წლიდან შეძლებენ”
9 დეკემბერი, 2015 • ხატია ბანძელაძე • 1
თეგები: უბიზო რეჟიმი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები