ქართველი რეკორდსმენი მოსკოვში ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. პოლიციას დაკავებული თავიდან რიგითი დამნაშავე ეგონა. დაიწყეს საბუთების შემოწმება, ხოლო დაკავებულს არა პასპორტი არამედ საბუთი გინესების რეკორდებიდან. ოთხშაბათს ჩრდიო-დასავლეთ რუსეთში გაქურდეს ბინა. მანამ სანამ მეპატრონე სამსახურში იყო, მძარცველებმა გატეხეს კარი და გაიტანეს ძვირფასეულობა რაც კი იყო სახლში. კერძოდ ძვირად ღირებული საათი და დიდი რაოდენობის თანხა. მიყენებული ზიანის ოდენობა 1 მილიონი რუბლით შეფასდა. პოლიციელებს არ გაჭირვებიათ მძარცველებზე გასვლა და მალევე დაიჭირეს 3 მძარცველი. როგორც «Комсомолке», იუწყება მძარცველებს შორის 25 წლის საქართველოს მოქალაქე გინესების წიგნის რეკორდსმენი ჯემალ ტყეშელაშვილია.
შეგახსენებთ, ტყეშელაშვილი მსოფლიო თასის მფლობელი ძიუდოისტი და გინესის რეკორდსმენია.
წყარო: live24.ge