სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის სკოლებში სასწავლო პროცესი ჩაშლის პირასაა

10 დეკემბერი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისის სკოლებში სასწავლო პროცესი ჩაშლის პირასაა

ქუთაისის რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაშლის პირას არის. მიზეზი გათბობის სისტემების გაუმართაობაა. როგორც #8 საჯარო სკოლის მოსწავლის მშობლები “ნიუპრესთან” საუბარში აღნიშნავენ, წელს სკოლაში გათბობა საერთოდ არ ჩართულა, რის გამოც ბავშვები სასწავლო პროცესზე აღარ დადიან.

“ნოემბერში როგორი სიცივე იყო და გათბობა საერთოდ არ ჩაურთავთ. ბავშვები სკოლაში აღარ დადიან. ჯერ თქვეს მალე ჩაირთვებაო, ახლა გვეუბნებიან, გაფუჭებულია და გავაკეთებთო. ამდენ ხანს რას აკეთებენ? სავარაუდოდ, წელს არც ჩართავენ”,–აცხადებენ მშობლები.

სასწავლო პროცესი შემოკლებული საათებით მიმდინარეობს 29–ე საჯარო სკოლაში, სადაც გათბობა ჯერ დაბალ ტემპერატურაზე ჩართეს, შემდეგ კი საერთო გამორთეს.

შევეცადეთ სკოლების ადმინისტრაციას და განათლების რესურს ცენტრს გავსაუბრებოდით, თუმცა მათთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ.

თეგები: გათბობაცენტრი