შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ძლიერმა წვიმამ ხარაგაულის სოფლებში პრობლემები შექმნა

5 სექტემბერი, 2026 • NewPress • 60

ძლიერმა წვიმამ ხარაგაულის სოფლებში პრობლემები შექმნა

მოვარდნილმა წყალმა ნაშალი ქვის, ღორღისა და მიწის მასა სოფლების ცენტრალურ და საუბნო გზებზე ჩამოიტანა.

სტიქიის შედეგად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში პრობლემები შეიქმნა.

ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა ნაშალი ქვის, ღორღისა და მიწის მასა სოფლების ცენტრალურ და საუბნო გზებზე ჩამოიტანა, რის გამოც ცალკეულ მონაკვეთებზე გადაადგილება გართულდა.

მუნიციპალიტეტის მიერ დაქირავებული სპეციალური ტექნიკა სოფელ ხიდარში მუშაობს. ძლიერი წვიმის შედეგად გზაზე ჩამოტანილი ქვა-ღორღისა და მიწის მასისგან ცენტრალური გზა უკვე გაიწმინდა და გადაადგილება აღდგენილია.

ხარაგაულის  მერის ინფორმაციით,  ხიდარში სამუშაოების დასრულების შემდეგ, ტექნიკა სოფელ საქარიქედში გააგრძელებს მუშაობას, სადაც უხვი ნალექის შედეგად ასევე დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა.

 

თეგები: სტიქიაძლიერი წვიმახარაგაული