ქუთაისში “ბარნაბ გალერეაში”პირველი გამოფენა გაიმართა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ბარნაბ ფხაკაძის, კესო გოგიბერიძისა და სამხატვრო სტუდია “ბარნაბ გალერეის” მოსწავლეთა ნამუშევრები.
სტუმრებს შესაძლებლობა ეძლევათ სხვადასხვა ჟანრის ნახატების დათვალიერება სასიამოვნო მუსიკის თანხლებით ძველი სახლის ანტურაჟში.
გამოფენა 7 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.