ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ბიუჯეტის პროექტის განხილვას მხოლოდ 3 არასამთავრობო ორგანიზაცია დაესწრო

12 დეკემბერი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ბიუჯეტის პროექტის განხილვას მხოლოდ 3 არასამთავრობო ორგანიზაცია დაესწრო

ქუთაისის მერია აგრძელებსმომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გაცნობას. დღევანდელ შეხვედრაზე მხოლოდ სამი არასამთავრობო ორგანიზაცია გამოცხადდა, რის გამოც შეხვედრა საკმაო დაგვიანებით დაიწყო.

შეხვედრას კოალიცია „ხელმისაწვდომი ჯანდაცვისათვის“, რომლის ხელმძღვანელია ფიქრია ბერაძე, ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია და ფონდი “სოხუმი” ესწრებოდა.

მერია არასამთავრობოებს ამ კვირაში ერთხელ უკვე შეხვდა და ბიუჯეტის პრიორიტეტები გააცნო. მაშინ შეთანხმდენმენ დამატებით სამუშაო შეხვედრაზე. თუმცა, აღმოჩნდა, რომ არასამთავრობოების მხრიდან დაინტერესება დაბალი აღმოჩნდა, რაც, სავარაუდოდ, ბიუჯეტის პროექტის განხილვის ფორმალური ხასიათიდან გამომდინარეობს.

შეხვდრას არ ესწრებოდა ქალაქის მერი, ასევე არც მისი მოადგილეები. ბიუჯეტის პროექტის განხილვას მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ირაკლი ავალიანი უძღვებოდა.

ქუთაისის მომავალი წლის ბიუჯეტი 50 მლნ ლარით განისაზღვრა.

თეგები: 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი