ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

წერეთლის უნივერსიტეტში ჭერი ჩამოინგრა

14 დეკემბერი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

წერეთლის უნივერსიტეტში ჭერი ჩამოინგრა

დღეს, ქუთაისის წერეთლის უნივერსიტეტში ჭერი ჩამოინგრა. შემთხვევა მეხუთე კორპუსში, ბიოტექნოლოგიის კაბინეტში მოხდა. როგორც “ნიუპრესისთვის” გახდა ცნობილი, შემთხვევის დროს აუდიტორიაში ნინო კახიძის ლექცია მიმდინარეობდა, რომელსაც სტუდენტები ესწრებოდნენ. დაზიანდა თუ არა ვინმე ინციდენტის შედეგად და რამ გამოიწვია ჭერის ჩამონგრევა, ამ კითხვებით წერეთლის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მივმართეთ.

ელექტრონულად გადაგზავნილ კითხვებზე პასუხი ჯერჯერობით არ მოგვიღია.

თეგები: წერეტელიჭერი