სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისელები მართვის მოწმობისა და დაჯარიმების ახალი სისტემის შესახებ (ვიდეო)

17 დეკემბერი, 2015 • ხატია ბანძელაძე, მარუსა ხურციძე • 1

ქუთაისელები  მართვის მოწმობისა და დაჯარიმების ახალი სისტემის შესახებ (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტოროს ინიციატივა 100 ქულიან მართვის მოწმობასა და დაჯარიმების ახალ სისტემას ითვალისწინებს. მაგალითად, უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა 10 ქულის დაკლებას ითვალისწინებს.

15 ქულაა – მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური ტელეფონით სარგებლობა, 20 ქულა – სასწრაფო-სამედიცინო დახმარების, სახანძრო-სამაშველო, ან პოლიციის შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების მქონე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეფერხება, რომელზედაც ჩართულია სპეციალური სიგნალი 5 ქულა – ქვეითებთან მიმართებით მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა. ყველაზე მაღალი – 40 ქულა კი მძღოლებს დააკლდებათ სამართალდარღვევისას, რომელსაც მოჰყვა სხვისი ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება.

„ნიუპრესის”-გამოკითხვაში ქუთაისელი მოსახლეობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივას აფასებს.

თეგები: ვიდეო გამოკითხვა