ცენტრალურ ნაძვის ხის აწყობა მესხიშვილის თეატრის წინ დღეს დაიწყეს. ქალაქის მასშტაბით სამი ნაძვის ხის მორთვაა დაგეგმილი. ნაძვის ხეეები, ტრადიციულად, მესხიშვილის თეატრთან, ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ და პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიდგმება.
ნაძვის ხეები არ შეცვლილა და ქუთაისელები ახალ წელს კვლავ “სტაჟიან” ნაძვის ხეებთან შეხვდებიან.
ახალი წლის მორთულობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 85 000 ლარია გამოყოფილი. ამ თანხაში ქალაქის მორთულობისათვის განკუთვნილი სამუშოების დაფინანსებაც შედის.

