“Forbes” მსოფლიო მასშტაბით 100 ყველაზე გავლენიან ქალთა სიას აქვეყნებს.
„Forbes“ ამერიკული ფინანსურ-ეკონომიკური ჟურნალია და ის მსგავს გამოკითხვებს ყოველი წლის ბოლოს ატარებს.
„The World’s 100 Most Powerful Women“ იგივე- მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ქალი.
„ნიუპრესი“ გთავაზობთ გამოკითხვის პირველ ათეულს.
გამოკითხვაში უკვე, წლებია, პირველ ათეულის უმრავლესობას პოლიტიკოსი ქალები წარმოადგენენ, წელსაც ათეულის 4 წარმომადგენელი პოლიტიკოსია.
მსოფლიო მასშტაბით წარმატებული ქალების ასაკი, როგორც აღმოჩნდა, 40-დან 70 წლამდე მერყეობს.
მე-10 ადგილს გამოკითხვაში ამერიკის პირველი ლედი 51 წლის მიშელ ობამა იკავებს.

მე-9 ადგილზე ტექნოლოგიის დარგიდან 47 წლის სუზან ვოჩიკი იკავებს.

მე-8 ადგილზე ასევე ტექნოლოგიის დარგიდან 46 წლის შეროლ სენდბერგია და ათეულის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე გავიდა.

მე-7 ადგილზე ბრაზილიელი პოლიტიკოსი 68 წლის დილმა რუსეფსია.

მე-6 ადგილზე გავიდა 59 წლის ფრანგი ქრისტინ ლაგარდი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

მე-5 ადგილზეა მერი ბარა, 53 წლის ამერიკელი ავტო ინდუსტრიის წარმომადგენელი.

მე-4 ადგილზე გავიდა ფინანსისტი 69 წლის ჯენეტ იელენი.

მე-3 ადგილსს იკავებს 51 წლის მელინდა გეითსი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

მე-2 ადგილას ყველასთვის კარგად ნაცნობი, 68 წლის ამერიკელი პოლიტიკოსი, ჰილარი კლინტონია.

2015 წლის გამოკითხვებით, ყველაზე გავლენიანი ქალი კი, 61 წლის გერმანელი პოლიტიკოსი, ანგელა მერკელი გახდა. ის „ფორბსის“ გამოკითხვაში პირველ ადგილის მფლობელია.
