3 ოქტომბრის შუალედური არჩევნები ვანის გარდა კიდევ 3 მუნიციპალიტეტში ჩატარდება.
არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება ოპოზიციიდან მხოლოდ „ძლიერმა საქართველომ“ მიიღო.
ის მმართველო პარტიას 4-ვე მუნიციპალიტეტში დაუპირისპირდება.
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთას ოლქში (№53 ოლქი) „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ვაჟა ხელაძე არის.
რაც შეეხება კოალიციას, მას ბექა კოპალაძე წარმოადგენს.
შუალედური არჩევნების ჩატარების საჭიროება ვანის გარდა კიდევ 3 მუნიციპალიტეტში (წალკა, დმანისი, ახმეტა) მას შემდეგ დადგა, რაც საკრებულოს მოქმედ წევრებს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდათ.
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სოფელ ფერეთას მაჟორიტარი დეპუტატი ალექსანდრე ლილუაშვილი იყო.
2025 წლის 30 ოქტომბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე, ალექსანდრე ლილუაშვილი ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს.
ვინაიდან საკრებულოს თავმჯდომარეობა შეუთავსებელია მაჟორიტარული მანდატის ფლობასთან, ფერეთას ოლქში მისი მანდატი ვადაზე ადრე შეწყდა.