ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ერთ-ერთ მოქალაქეს მოტყუებით დაჰპირდა საჯარო სამსახურში დასაქმებას, რის სანაცვლოდაც 30 ათასი დოლარი მოითხოვა.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.