ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ნიუპრესის” ჟურნალისტი „ტოლერანტობის პრიზი 2015″-ის გამარჯვებულია

23 დეკემბერი, 2015 • ნიუპრესი • 1

“ნიუპრესის” ჟურნალისტი „ტოლერანტობის პრიზი 2015″-ის გამარჯვებულია

22 დეკემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში” მედიის განვითარების ფონდის, ილიას უნივერსიტეტის და გაეროს ასოციაციის მედია-კონკურსის „ტოლერანტობის პრიზი 2015″-ის გამარჯვებულები დაასახელეს. 2015 წლის კონკურსზე წარმოდგენილი იყო 42 მონაწილის 79 ნაშრომი – სტატიები, რეპორტაჟები, რადიო გადაცემები, ბლოგები, სიუჟეტები მრავალფეროვნებისა და გენდერის თემაზე.

კონკურსის გამარჯვებულები არიან:

ტოლერანტობის პრიზი ბლოგისთვის მრავალფეროვნების საკითხებზე – თამარ კურატიშვილი, „ნიუპრესი“ – პუბლიკაციისთვის – „ჩემი შვილი არ არსებობს“.

ტოლერანტობის პრიზი ეთნიკური მრავალფეროვნების გაშუქებისთვის – ეკა ქევანიშვილი, რადიო „თავისუფლება“ – რადიო-რეპორტაჟი „საქართველოს იეზიდები“

ტოლერანტობის პრიზი რელიგიური მრავალფეროვნების გაშუქებისთვის – ზურაბ ვარდიაშვილი და გიორგი ჭეიშვილი – ჟურნალი ლიბერალი – სტატია „ხეობა ჩრდილში“

ტოლერანტობის პრიზი ლგბტ პირების თემების გაშუქებისთვის – ფოტოპროექტი გიორგი და გიორგი, ლიბერალი – ფოტოპროექტი „გიორგი და გიორგი“

ტოლერანტობის პრიზი გენდერული თანასწორობის საკითხების გაშუქებისთვის – ვიკა ბუკია

საზოგადოებრივი მაუწყებელი -ტელებლოგები „ურჩი ქალები“; „შუშის ჭერი“; „დედობა ბავშვობაში“; გამქრალი გოგონა

ტოლერანტობის პრიზი რეგიონულ მედიას – ანა მოსიაშვილი, რადიო ჰერეთი – რადიობლოგი – „ მინდა ვიცხოვრო საზოგადოებაში, სადაც ბავშვები ბავშვებს არ აჩენენ“

ტოლერანტობის პრიზი ბლოგისთვის მრავალფეროვნების საკითხებზე – თამარ კურატიშვილი, ნიუპრესი – ბლოგი: “ჩემი შვილი არ არსებობს”

ტოლერანტობის პრიზი მრავალფეროვნების საკითხებზე მედია პროდუქციისთვის – გიორგი გვიშიანი, რუსთავი 2 – სიუჟეტი „ქართული ნაციზმი“

ტოლერანტობის სპეციალური პრიზი – ნასტასია არაბული – „ჟურნალი მასწავლებელი“.

საკონკურსო ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: ელენა ბედველი – ბლუმბერგის კორესპონდენტი კავკასიაში; თამარ გურჩიანი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; ბექა მინდიშვილი, სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი; ნინო რობაქიძე – საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო; რუსუდან გოცირიძე, ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესია; რუსუდან ჭანტურია – საქართველოს გაეროს ასოციაცია; ქეთევან მსხილაძე – მედიის განვითარების ფონდი.

ღონისძიება ორგანიზებულია “ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

თეგები: კონკურსი / ანონსი