სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ეგარი” და საახალწლო ღონისძიებები ქუთაისში

24 დეკემბერი, 2015 • მარუსა ხურციძე • 1

“ეგარი”  და საახალწლო ღონისძიებები ქუთაისში

30 დეკემბერს 12 საათიდან 19 საათამდე ქალაქის რეაბილიტირებულ უბანში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები, მათ შორის საახალწლო ბაზრობა, ქუთაისელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, დიზაინერული ნაძვის ხეების გამოფენა.

მონპლაზირის მიმდებარე ტერიტორიაზე განათდება საბავშვო ქალაქი.

ახალი წლის ღამეს საახალწლო ბაზრობა რეაბილიტირებული უბანში 12:00-დან 17:00-მდე გასტანს. ბავშვებისთვის გასართობი ატრაქციონები 12:00-დან დღის ბოლომდე იმუშავებს. თოვლის ბაბუას კი მონპლაზირის მიმდებარე ტერიტორიაზე 13 საათზე ელოდებიან.

შემდეგ, 14 საათზე დაიწყება ნიღბების თეატრის წარმოდგენა „ჯადოსნური შოუ“.

ცენტრალური მოედანზე ღონისძიებები 21 საათზე დაიწყება, სადაც ფლეშ-მობი DJ – ZAPPA დაუკრავს.

21:30 საათიდან ღამის საახალწლო გალა-კონცერტს ეთნო ჯაზ-ჯგუფი „ეგარი“ გააგრძელებს, კონცერტში მონაწილეობას მიიღებს “Young Georgian Lolitaz – Room“.

ახალი წლის დადგომა კი, ტრადიციულად, მრავალჟამიერითა და საახალწლო ფოიერვერკით აღინიშნება.

საახალწლო პროგრამა სრულად:

თეგები: ახალი წელიქუთაისი