ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის „შავი ლაქა” და ჩავარდნილი ინდუსტრია

25 აპრილი, 2012 • ქრისტინა ქარჩხაძე • 25

ქუთაისის „შავი ლაქა” და ჩავარდნილი ინდუსტრია

ქუ­თა­ი­სის თა­ვი­სუ­ფალ­მა ინ­დუს­ტრი­ულ­მა ზო­ნამ ხელი­სუფ­ლების იმე­დები ვერ გა­ა­მარ­თლა. ხელი­სუფ­ლება მას „შავ ლა­ქად” და „ა­ქი­ლევ­სის ქუს­ლად” მოიხსე­ნიებს. პრო­ექ­ტი რე­ა­ლუ­რად ვერ განხორ­ცი­ელ­და. შე­საბამი­სად, 12 სა­წარ­მოს ამუ­შა­ვება, მი­ლი­არ­დი­ა­ნი ინ­ვეს­ტი­ციები და ათე­უ­ლობით ათა­სი სა­მუ­შაო ად­გი­ლის შექ­მნა, კვლავ და­პი­რების ფორ­მატ­ში რჩება.

თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ქუთაისში, ყოფილი ავტოქარხნის ტერიტორიაზე 2009 წლის ზაფხულში შეიქმნა.

მისი ძირითადი ინვესტორი ეგვიპტური კომპანია „ფრეშია”, რომელთანაც ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (თიზი) ორგანიზატორს „ჯორჯიან ინტერნეიშნლ ჰოლდინგს” ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული. ინდუსტრიული ზონის პრეზენტაციას პრეზიდენტი დაესწრო და ქალაქელებს რამდენიმე ათასი სამუშაო ადგილის შექმნის დაპირება მისცა.

პროექტის განხორციელების საწყის ეტაპზე ქუთაისის თიზში 2009 წელს საოჯახო ტექნიკის მწარმოებელი პირველი ქარხანა აშენდა. განხორციელდა 115 მილიონი დოლარის ინვესტიცია და დასაქმდა 452 ადამიანი. ხელისუფლებისა და ინდუსტრიული ზონის ინიციატორთა გათვლებით, ქალაქში, 27 ჰექტარ მიწის ფართობზე მიმდინარე წლის ბოლომდე, საერ

თეგები: დაპირებებიდასაქმებაეკონომიკაიდუსტრიული ზონა