ორშაბათი, 17 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სამ თვეში სასაკლაოებზე 14.3 ათასი ტონა ხორცი დამუშავდა – საქსტატი

17 აგვისტო, 2026 • NewPress • 57

სამ თვეში სასაკლაოებზე 14.3 ათასი ტონა ხორცი დამუშავდა – საქსტატი

სასაკლაოების 19 პროცენტი იმერეთში ფუნქციონირებს.

2026 წლის II კვარტალში საქართველოში სასაკლაოების მიერ 2026 წლის II კვარტალში 14.3 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ პერიოდში ქვეყანაში 116 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 19.8 პროცენტი მდებარეობდა კახეთის რეგიონში, 19.0 პროცენტი – იმერეთის რეგიონში, 17.2 პროცენტი – შიდა ქართლის რეგიონში, 13.8 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონში, 8.6 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 7.8 პროცენტი – მცხეთა- მთიანეთის რეგიონში, ხოლო 13.8 პროცენტი სხვა რეგიონებში იყო განთავსებული.

საქსტატის გამოკვლევის თანახმად, 2026 წლის II კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 128.1 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 27.3 პროცენტი – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 65.6 პროცენტი- ღორი, ხოლო 4.1 პროცენტი ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავს ფრინველს) 3.0 პროცენტს შეადგენდა.

გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2 942.1 ათასი ერთეულით განისაზღვრა.

„სასაკლაოების მიერ 2026 წლის II კვარტალში 14.3 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 31.9 პროცენტი მოდიოდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 25.0 პროცენტი – ფრინველის ხორცზე, 42.5 პროცენტი – ღორის ხორცზე, 0.6 პროცენტი – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი ეკავა.

თეგები: საქსტატიხორცი