ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ავტოსაგზაო შემთხვევისას მსოფლიო ჩემპიონი დაშავდა

3 იანვარი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 1

ავტოსაგზაო შემთხვევისას მსოფლიო ჩემპიონი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევისას მსოფლიო ჩემპიონი მკლავჭიდში ზურა ბუცხრიკიძე დაშავდა. შემთხვევა, ქუთაისში, საღორიაზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, ბუცხრიკიძემ საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს დაეჯახა. ახალგაზრდა სპორტსმენი სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისათვის მისი მდგომარეობა სტაბილურია.

შეგახსენებთ, ბუცხრიკიძე წლის საუკეთესო სპორტსმენის ათეულში დასახელდა და ქუთაისის მერმა სპეციალური საჩუქარი გადასცა.

თეგები: ავტოსაგზაო შემთხვევა.ქუთაისი.სპორტსმენი