ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“მობრძანდით სამების ტაძარში და მოიყვანეთ ბავშვები”

10 იანვარი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 1

“მობრძანდით სამების ტაძარში და მოიყვანეთ ბავშვები”

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბავშვების დალოცვის წესის აღდგენას გეგმავს. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა:

“მინდა აღდგეს ბავშვების დალოცვის წესი, ეს განსაკუთრებით სჭირდება საქართველოს. ყოველ ორშაბათს შესრულდება პარაკლისი, სადაც დავლოცავ ბავშვებს. ხვალ, 5 საათისთვის მობრძანდით სამების ტაძარში და მოიყვანეთ ბავშვები. მე თვითონ შევასრულებ პარაკლისს”, – ბრძანა პატრიარქმა.

ლოცვა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 11 იანვარს, 16:00 საათზე შესრულდება, პარაკლისი კი 17:00 საათზე. ილია მეორეს განმარტებით, ბავშვების დალოცვის წესი საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა.

წყარო: ipress.ge

თეგები: პატრიარქი.ბავშვები.საქართველო