სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“შეიქმნას ახალი საბჭო და ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დანიშნონ მოსამართლეები”

11 იანვარი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 1

“შეიქმნას ახალი საბჭო და  ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დანიშნონ მოსამართლეები”

ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან პარტიის “თავისუფალი საქართველო” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ აქცია გამართა. წულაიას თქმით, ამ დროისთვის საქალაქო სასამართლოში ერთი მოსამართლე ასრულების მოვალეობას, დანარჩენ ორს უფლებამოსილება შეწყვეტილი აქვს. ეს აჭიანურებს სასამართლო პროცესების წარმართვას, რაც მოქალაქეებს აბრკოლებს. გოგი წულაია იუსტიციის საბჭოს წევრებს მიმართავს, დაუყოვნებით დანიშნონ მოსამართლეები.

“მივმართავ იუსტიციის საბჭოს იმ უზნეო წევრებს, რომლებმაც მთავარ მოსამართლედ ლევან მურუსიძე დანიშნეს, შეიქმნას ახალი საბჭო და ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დანიშნონ მოსამართლეები, რომ მოქალაქეები წლობით არ ელოდებოდნენ სასამართლო პროცესებს”,- აღნიშნა წულაიამ.