თავისუფალ ჭიდაობაში 61 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი ქუთაისელი ბექა ლომთაძე გახდა. 10-12 იანვარს თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში გაიმართა.
61 კგ წონით კატეგორია ბექა ლომთაძემ მცხეთის და აჭარის მოჭიდავეები დაამარცხა, რის შედეგადაც პირველი ადგილის და 2016 წლის პირველი ოქროს მფლობელი გახდა.