ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერია ვაკანსიებს აცხადებს

13 იანვარი, 2016 • ირინა მაკარიძე • 1

ქუთაისის მერია ვაკანსიებს აცხადებს

ქუთაისის მერია ვაკანსიებს აცხადებს. ვაკანსიები ა(ა)იპ ,,ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებასა” და ა(ა)იპ ,,ქალაქ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება”-ში გამოცხადდა.

მერიის აიპებში ვაკანსიები გასული წლის ბოლოს ჩატარებული ატესტაციის შედეგად გაჩნდა. კულტურულ დაწესებულებათა ააიპის ხელმძღვანელის, ელისო ქაროსანიძის განმარტებით, თანამშრომელთა ნაწილმა ვერ გადალახა ბარიერ, რის შედეგადაც 9 ვაკანსია გაჩნდა. 11 ვაკანსიაა ააიპი ,,ქალაქ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება”-ში .

ქალაქის მერის 12 იანვრის ბრძანებით, ვაკანტურ ადგილებზე ცხადდება კონკურსი, რომელიც მოიცავს 4 ეტაპს: ა) განცხადების გადარჩევა; ბ) წერითი დავალება; გ) ტესტირება; დ) გასაუბრება.

კონკურსს ატარებს შესაბამისი დაწესებულების კომისია.

კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა, კანდიდატის მიერ უნდა მოხდეს მხოლოდ ელექტრონულად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (kutaisi.gov.ge),