ქუთაისში, ააიპ ქალაქის მერიის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში ხანძარი ლიკვიდირებულია. სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ხანძრის ლიკვიდაცია მოკლე ხანში შეძლეს.
არსებული ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა.
ამავე შენობაში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის ოფისია განთავსებული.
