ე.წ. ღორის გრიპით ადამიანი დაიღუპა თბილისში. 39 წლის მამაკაცი დედაქალაქში დასავლეთ საქართველოდან ჩაიყვანეს.
„წინა კვირაში გარდაცვალების ერთი შემთხვევა იყო, პაციენტი დასავლეთ საქართველოდან იყო და თბილისში გადმოყვანის შემდეგ გარდაიცვალა,“ – აღნიშნა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ.
A (H1N1) ვირუსის სიმპტომებია მაღალი სიცხე ინტოქსიკაციით გამოხატული, რაც ნიშნავს თავის ტკივილს, კუნთების და სახსრების ტკივილს, ასევე ყელის ტკივილი და ხველა.
სპეციალისტები ვირუსების მატებას ქვეყნის მასშტაბით თებერვალში ელოდებიან.