ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისელმა სტუდენტებმა მერობის კანდიდატებს პრობლემები ვიდეობლოგებით შეახსენეს

6 ივნისი, 2014 • ლანა კოკაია • 13

ქუთაისელმა სტუდენტებმა მერობის კანდიდატებს პრობლემები ვიდეობლოგებით შეახსენეს

ვიდეობლოგებში სტუდენტებმა გააჟღერეს კონკრეტული პრობლემები, რაც ქალაქს აწეუხებს.

ქუთაისის მერობის კანდიდატებთან, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის პროექტის, „ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩევლის“ ფარგლებში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.

მერობის კანდიდატები ვიდეობლოგის ავტორ სრუდენტებს შეხვდნენ. ვიდეობლოგებში სტუდენტები, მათივე შეხედულებების მიხედვით განმარტავდნენ, რა წვლილი შეიძლება შეიტანოს თითოეულმა აქტიურმა მოქალაქემ თავისი ქალაქის ცხოვრებაში. მათ გააჟღერეს კონკრეტული პრობლემები,რაც ქალაქს აწეუხებს. ასევე, მერობის კანდიდატებმა სტუდენტებს მათ მიერ გაშუქებული პრობლემების მოგვარება აღუთქვეს.

“ჩვენ ეს ყველაფერი ჩავინიშნეთ და არჩეულ მერთან, სტუდენტებთან ერთად გავაგრძელებთ თანამშრომლობას იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზედაც დღეს იყო საუბარი. მთავარი თემა, რაც გამოიკვეთა, იყო სტუდენტების სტაჟირებისა და დასაქმების საკითხი და მერობის კანდიდატებმა სურვილი გამოთქვეს, სპეცილისტების დონეზე, ყველა სამსახურში კონკურსის გამოცხადებასთან არ იყოს მოთხოვნა სტაჟთან დაკავშირებით და სტუდენტებს მიეცეთ საშუალება წარადგინონო თავიანთი კანდიდატურები. ახალგაზრდების ამ მოსაზრებების გაცნობა საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, მნიშვნელოვანია ახალგაზრდების იდეებს გაეცნონ ის ადამიანები, რომლებთაც აქვთ ამბიცია ქუთაისში გახდნენ გადაწყვეტილების მიმღებები პირები,“ – განაცხადა „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“

თეგები: მერობის კანდიდატებისაზოგადოებასტუდენტებთან შეხვედრაქუთაისი