სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

რა იგეგმება ქუთაისის სკოლებში გრიპის საწინააღმდეგოდ?

21 იანვარი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 1

რა იგეგმება ქუთაისის სკოლებში  გრიპის საწინააღმდეგოდ?

ქუთაისის სკოლებში ვირუსული გრიპების თავიდან ასაცილებლად პრევენციული ღონისძიებები იგეგმება. ამასთან დაკავშირებით ქუთაისის საგანმანათლებლო რესუსრსცენტრის უფროსს ბადრი ვაშაკიძეს გავესაუბრეთ. როგორც ვაშაკიძე “ნიუპრესსთან” საუბარში აღნიშნავს, ამ ეტაპზე ქუთაისის სკოლებსა და ბაღებში არ გამოვლენილა ვირუსული გრიპის არცერთი შემთხვევა.

“ქუთაისში ჯერ-ჯერობით არ დაფიქსირებულა აღნიშნული პრობლემა, თუმცა პრევენციული ღონისძიებების ჩატარება, რა თქმა უნდა, იგეგმება. ველოდებით რეკომენდაციებს ჯანდაცვის სამინისტროდან, შეხვედრებს ორშაბათიდან დავიწყებთ”,- აღნიშნა ბადრი ვაშაკიძემ.

თეგები: ქუთაისი.სკოლები.ვირუსი.ბადრი ვაშაკიძე