ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

დაარღვიე – გადაიხადე ორმაგი

25 აპრილი, 2012 • ქრისტინა ქარჩხაძე • 29

დაარღვიე – გადაიხადე ორმაგი

სა­ქარ­თვე­ლო­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემთხვე­ვა­თა სტა­ტის­ტი­კას უსაფრთხოების ღვე­დის გა­მოყენების და­კა­ნო­ნება და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ჯარი­მების არ­სებული ოდე­ნობა არ შვე­ლის. ამი­ტომ, ხელი­სუფ­ლება კა­ნო­ნის კი­დევ უფ­რო გამ­კაც­რებაზე ზრუ­ნავს. გამ­კაც­რებული რე­გუ­ლა­ცია თა­ვის მხრივ, მო­ქა­ლა­ქე­თა ჯიბეზე აი­სახება.

საქართველოს პარლამენტში გასულ კვირას პირველი მოსმენით გავიდა ჯარიმების შესახებ კანონპროექტი, რომლის თანახმად, ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის პირველ ჯერზე 100-ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული, ხოლო კანონის ყოველი დარღვევის შემდეგ ჯარიმების ოდენობა ორმაგდება. ცნობილია, რომ ჯარიმები მანევრირების წესების დარღვევასა და ისეთ მოძრაობაზეც გავრცელდება, რაც საცობის შექმნას გამოიწვევს.

სანქციების გამკაცრების საჭიროებას მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი არსებული სტატისტიკიდან გამომდინარე მიზანშეწონილად თვლის. მისი თქმით, გასული წლის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევათა შედეგად 2 000 ადამიანი დაშავდა, ხოლო 200-მდე დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევებიდან სიჩქარის გადაჭარბება, უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა, მობილური ტელეფონით სარგებლობა და ალკოჰოლურ მდგომარეობაში ყოფნა სჭარბობს. ადმი

თეგები: ავტოსაგზაო შემთხვევაგაზრდილი სანქციებისამართალიჯარიმები