სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“იერუსალიმის კამერატა” ქუთაისის ოპერის თეატრში კონცერტს გამართავს

8 ივნისი, 2014 • ნიუპრესი • 22

“იერუსალიმის კამერატა” ქუთაისის ოპერის თეატრში კონცერტს გამართავს

“იერუსალიმის კამერატა” ამ კონცერტს ქართველი და ებრაელი ხალხების 26 საუკუნოვან მეგობრობას უძღვნის.

ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში დღეს კონცერტი გაიმართება. აღნიშნულ კონცერტს მსოფლიოში ცნობილი ისრაელის ორკესტრი “იერუსალიმის კამერატა” წარმოადგენს.

“იერუსალიმის კამერატა” ამ კონცერტს ქართველი და ებრაელი ხალხების 26 საუკუნოვან მეგობრობას უძღვნის.

ორკესტრის მიერ შესრულებული იქნება ჰაიდნის, მოცარტის, ბარდანაშვილის ნაწარმოებები.

ორკესტრს დირიჟორობას ავნერ ბირონიგაუწევს, რომელიც ამავდროულად ორკესტრის ხელმძღვანელიცაა. საფორტეპიანო სოლოპარტიას ამერიკელი სერგეი ბაბაიანი შეასრულებს. პროექტის ავტორი ალექსანდრე კორსანტია გახლავთ.

ორკესტრმა კონცერტი 7 ივნისს თბილისში გამართა, ხოლო 9 ივნისს „იერუსალიმის კამერატა“ ბათუმში წარდგება მსმენელის წინაშე.

თეგები: იერუსალიმის კამერატაკონკურსი / ანონსიოპერაქუთაისი