ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სამტრედია-ლანჩხუთის საგზაო მონაკვეთზე გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული

25 იანვარი, 2016 • ნიუპრესი • 1

სამტრედია-ლანჩხუთის საგზაო მონაკვეთზე გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული

დიდთოვლობასთან დაკავშირებით, საქართველოს გზებზე შეზღუდვებია დაწესებული. როგორც შსს- იტყობინება, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, ავტომანქანების უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, მობილიზებული არიან და 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ გზებსა და მაგისტრალებზე.

მიუხედავად უხვი ნალექისა, სამტრედია-ლანჩხუთის საგზაო მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტისთვის გადაადგილება შესაძლებელია. სამტრედია-ჩოხატაურის საგზაო მონაკვეთზე კი სატვირთო ავტომანქანების გადაადგილება აკრძალულია. საჯავახოს უღელტეხილის შესასვლელთან ავტომობილების უსაფრთხო გადაადგილებას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს და ჩოხატაურის მიმართულებით მხოლოდ იმ ავტომანქანებს ატარებს, რომელიც ტექნიკურად გამართულია და თოვლში უსაფრთხოდ მოძრაობა შეუძლია.

დიდი სატვირთო ავტომანქანებისთვის შეზღუდვებია დაწესებული ასევე ბათუმი-ქობულეთის უღელტეხილზე.

თეგები: გზათოვლიშეზღუდვა