ქუთაისის სკოლების წარმატებულ მოსწავლეებს ქუთაისის მერი შეხვდება. ეს არიან ის მოსწავლეები, რომლებმაც “ჟაუტიკოვის” მე-12 საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარმატებას მიაღწიეს.
ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის და იოსებ ოცხელის N2 საჯარო სკოლის გამარჯვებული მოსწავლეებმა რამდენიმე საპრიზო ადგილი დაიკავეს.
ლაშა ბუხნიკაშვილი – ბრინჯაო – ინფორმატიკა – N41 საჯარო სკოლა, ბაკურ ცუცხაშვილი – ბრინჯაო – ინფორმატიკა – N41 საჯარო სკოლა, გვანცა ცუცხაშვილი -ბრინჯაო – მათემატიკა – N41 საჯარო სკოლა და გიორგი ბაღდავაძე – ბრინჯაო – ინფორმატიკა – N2 საჯარო სკოლა ასევე სიგელებით დაჯილდოვდნენ ოლიმპიადაში მონაწილე N41 საჯარო სკოლის მოსწავლეები: ელენე კრავიშვილი, ალექსანდრე ონიანი და მარიამ ბარიშვილი. გამარჯვებულმა დამატებით მიიღეს ყაზახურ-ბრიტანული ტექნიკური უნივერსიტეტის სრული გრანტი.
ოლიმპიადა გაიმართა 2016 წლის 13-19 იანვრის ჩათვლით ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ ალმაატაში. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ სრულად დააფინანსა 5 მოსწავლის მგზავრობა + 1 მოსწავლის საორგანიზაციო შესატანი.