სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში სასწავლო პროცესი კიდევ ერთ სკოლაში ჩაიშალა

27 იანვარი, 2016 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში სასწავლო პროცესი კიდევ ერთ სკოლაში ჩაიშალა

ქუთაისში სასწავლო პროცესი კიდევ ერთ სკოლაში შეწყდა. #11 საჯარო სკოლაში სწავლის შეწყვეტის მიზეზი ცენტრალური გათბობის დაზიანება გახდა.

ამ დროისათვის ქუთაისში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია #8 და #11 სკოლაში. მერვე სკოლაში რამდენიმე დღის წინ სწავლის პროცესი ასევე გათბობის სისტემის დაზიანების გამო შეჩერდა. დანარჩენ სკოლებში სწავლება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

შეზღუდული რეჟიმით მუშაობენ ქუთაისის სკოლამდელი დაწესებულებები.

1 თებერვლამდე ქალაქში 4 მორიგე ბაღი უმუშავებს. მშობლებს თავიანტი პატარების მიყვანა #17 , #20 , # 34 და #36 საბავშვო ბაღებში შეეძლებათ.

თეგები: სწავლა