ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ქუთაისში “ღორის გრიპის” საშიშროება არ არის”

27 იანვარი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 2

“ქუთაისში “ღორის გრიპის” საშიშროება არ არის”

ქუთაისის საკრებულოს ჯანდაცვის და სოციალური საკითხების თავმჯდომარის, თეიმურაზ ნადირაძის განცხადებით, ქუთაისში “ღორის გრიპის” საფრთხე არ არსებობს. მისი თქმით, მიუხედავად ამისა, პრევენციული ღონისძიებები მაინც დაიგეგმა.

“ქუთაისში “ღორის გრიპის” არავითარი საფრთხე არ არსებობს, ეს არის ჩვეულებრივი ვირუსები რომელიც ზამთარს თან ახლავს, თუმცა პრევენციულო ღონისძიებები მაინც დავგეგმეთ. პრევენციის მიზნით, რეკომენდაციები მივეცით სხვადასხვა დაწესებულებეს, მათ შორის სკოლების და ბაღების წარმომადგენლებს. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ პოლიკლიკებში ექიმები საღამოს 9 საათამდე იმუშავებენ”,-განაცხადა ნადირაძემ.

თეგები: ექიმები.ქუთაისი.ვირუსი