სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

„ევექსმა“ ქუთაისში მულტიპროფილური კლინიკა გახსნა(ფოტო)

27 იანვარი, 2016 • ნიუპრესი • 1

„ევექსმა“ ქუთაისში მულტიპროფილური კლინიკა გახსნა(ფოტო)

სამედიცინო კორპორაცია „ევექსმა“ ქუთაისში დიდი, მულტიპროფილური ამბლატორიული ცენტრი გახსნა.
უახლესი თაობის სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი კლინიკა „ევექსის“ ხელმძღვანელმა ნიკოლოზ გამყრელიძემ, ქუთაისის მერთან შოთა მურღულიასთან ერთად გახსნა.

როგორც კლინიკის პრეზენტაციაზე განაცხადეს, ახალი ცენტრი ქუთაისელებს ამბულატორიული და დიაგნოსტიკური სერვისების სრულ პაკეტს სთავაზობს. პაციენტები კომფორტულ გარემოში შეძლებენ ყველა პროფილის ექიმის მომსახურების მიღებას. კლინიკაში ფუნქციონირებს რიგის მართვის ელექტრონული სისტემა, რაც ცენტრში პაციენტების ლოდინის დროს მინიმუმამდე ამცირებს.

კლინიკა წმინდა ნიკოლოზის ქირურგიული ცენტრის გვერდით, პაოლო იაშვილის #9-ში მდებარეობს.

თეგები: ევექსი