სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერია კონკურსს „წლის ბიზნესი 2015“ აცხადებს

28 იანვარი, 2016 • ნიუპრესი • 1

ქუთაისის  მერია  კონკურსს „წლის ბიზნესი 2015“ აცხადებს

ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული ბიზნეს კომპანიების სტიმულირებისა და ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს „წლის ბიზნესი 2015“.

კონკურსი ჩატარდება 2015 წლის საფინანსო შედეგების მიხედვით, 12 ნომინაციაში.

მათ შორის არის წლის ქველმოქმედი, წლის ექსპორტიორი, წლის დამსაქმებელი, წლის ქალი მეწარმე და სხვა.

გამარჯვებულს გამოავლენს ქუთაისის მერიაში შექმნილი სპეციალური კომისია. პრიზები გადაეცემა არა მარტო გამარჯვებულ, არამედ კონკურსში მონაწილე ყველა კომპანიას.

საკონკურსო პირობები გამოქვეყნებულია საიტზე: www.Kutaisi.gov.ge.

კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადი მიიღება 08 თებერვლის 18:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: ქუთაისის მერია, მე-4 სართული, ოთახი N407. ტელ: 24 02 77 ან ელ.ფოსტის მეშვეობით: economy@kutaisi.gov.ge

თეგები: მეწარმე 2015