სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის ფოტო-კინო მატეანის მუზეუმს შენობა გადაეცა

28 იანვარი, 2016 • ირინა მაკარიძე • 1

ქუთაისის  ფოტო-კინო მატეანის მუზეუმს  შენობა გადაეცა

დავით მხეიძის სახელობის ფოტო-კინო მატეანის მუზეუმს შენობა გადაეცა. მუზეუმი ქუთაისში, ნიუპორტის #7-ში მდებარე შენობაში დაიდებს ბინას. აღნიშნული გადაწყვეტილება ქალაქის თვითმმართველობამ 2015 წლის დეკემბერში მიიღო.

მუზეუმი 8 წლის განმავლობაში შენობის გარეშე იყო დარჩენილი. დაწესებულების კუთვნილი შენობა, რომელიც ქალაქის ისტორიულ უბანში მდებარეობდა, აღნიშნული უბნის რეაბილიტაციის დროს რეკონსტრუქციაში მოჰყვა. შენობის გარეშე დარჩენილი მუზეუმი სხვადასხვა პერიოდში ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმს, სამხატვრო სკოლას და დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეას აფარებდა თავს.

მუზეუმი ააიპ ქუთაისის „კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ეკუთვნის. გაერთიანებაის ხელმძღვანელის, ელისო ქაროსანიძის განმარტებით, შენობისათვის მუზეუმის გადაცემა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა: “ფოტო-კინო მატეანეს მუზეუმს უნიკალური არქივი გააჩნია, არა მხოლოდ რაოდენობრივი, არამედ ღირებულების თვალსაზრისით. მას დიდი მნიშვნელობა აქვს ქალაქისა და ქვეყნის ისტორიისათვის. ამიტომ მუზეუმისათვის შენობის გადაცემა თვითმმართველობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იყო”.

აღნიშნული შენობა ქალაქს გასულ წელს საპრივატიზაციო შენობათა ნუსხაში ჰქონდა შეტანილი.