ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“პარკინგსერვისმა” მძღოლებს მოსამზადებელი პერიოდი 5 თებერვლამდე განუსაზღვრა

1 თებერვალი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 11

“პარკინგსერვისმა” მძღოლებს მოსამზადებელი პერიოდი 5 თებერვლამდე განუსაზღვრა

დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში მძღოლებს ადმინისტრაციული წესით დააჯარიმებენ.

ქუთაისის მერიის მიერ დაფუძნებულმა შპს “პარკინგსერვისმა” საინფორმაციო კამპანია დაიწყო. დღეს მძღოლებს თავიანთ ავტომობილებზე ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ბროშურები დახვდათ.

შპს “პარკინგსერვისის” გადაწყვეტილებით, ავტომფლობელებისათვის 2016 წლის 5 თებერვლამდე მოსამზადებელი პერიოდი განისაზღვრა. ეს კი იმას გულისხმობს, რომ 5 თებერვლამდე მძღოლების დაჯარიმება არ მოხდება. შემდეგ კი დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში “პარკინგსერვისის” წარმომადგენლები მძღოლებს ადმინისტრაციული წესით დააჯარიმებენ.

რაც შეეხება ფასებს, შემდეგნაირად განისაზღვრა;

ერთ საათით ავტომობილის გაჩერებისათვის 50 თეთრის გადახდა მოგიწევთ, სამ საათამდე 1 ლარი, ყოველი მომდევნო საათი კი 50 თეთრი.

1 დღე 2 ლარი, 7 დღე 5 ლარი, 30 დღე 10 ლარი, 182 დღე 25 ლარი, 365 40 ლარი. ტაქსებისათვის 10 დღე 10 ლარი, 20 დღე 20 ლარი, 30 დღე 30 ლარი. რაც შეეხება სათვირთო ავტომობილებს 1 დღე 3 ლარი, 30 დღე 30 ლარი, 182 დღე 150 ლარი, 365 დღე კი 250 ლარი.

მძღოლებს გადახდა შეუძლიათ ბანკებსა და სწრაფი გადახდის აპარატებზე.

თეგები: ინფორმირებამძღოლებიპარკირება