ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ატესტაცია ჩატარდება

3 თებერვალი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ატესტაცია ჩატარდება

ქუთაისის მერიის ააიპებში ატესტაცია–კონკურსი გრძელდება. კულტურისა და სპორტის ააიპების შემდეგ ატესტაცია ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ჩატარდება. ქუთაისის ვიცე–მერის, კონსტანტინე ქავთარაძის განცხადებით, ატესტაციის ზუსტი ტარიღი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. კომისია ასევე მსჯელობს ატესტაცია ბიბლიოთეკის მხოლოდ ადმინიტრაციას შეეხება, თუ ყველა თანამშრომელს.

“ჩვენ ვმუშაობთ ამ თემაზე და ატესტაცია საჯარო ბიბლიოთეკაში უახლოეს მომავალში ჩატარდება. ამ დროისათვის არ ვიცით, ის ყველა თანამშრომელს შეეხება, თუ მხოლოდ ადმინიტრაციას. იმ შემთხვევაში, თუ ატესტაციას მოქმედი თანამშრომლები ვერ გაივლიან, დაინიშნება კონკურსი და გამოცხადდება ვაკანსიები”,–განაცხადა კონსტანტინე ქავთარაძემ.

ცნობილია, რომ წელს ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომლების ხელფასების გაიზრდა იგეგმება.

თეგები: ა(ა)იპიატესტაცია