ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

„პრესტიჟული” დაავადება

25 აპრილი, 2012 • ანა ჯანაშია • 21

„პრესტიჟული” დაავადება

გა­ზაფხულ­ზე, ახალი სა­სი­ცოცხლო ძა­ლებით გა­მოღ­ვი­ძებული გა­რე­მო ადა­მი­ა­ნებს კომ­ფორტ­თან ერ­თად დის­კომ­ფორ­ტსაც უქ­მნის.

ალერგია ორი სიტყვისაგან წარმოდგება – „ალოს” არის სხვაგვარი და „ერგოს” ქმედება. როგორც ირკვევა, მიუხედავად იმისა, რომ ალერგია წლების მანძილზე მედიკოსების მიერ კარგად შესწავლილი დაავადებაა, იგი მუდმივად განახლებადი ბუნებით გამოირჩევა და ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვაგვარი მიზეზით მრავალფეროვნდება.

აღნიშნული დაავადებით და მისგან გამოწვეული პრობლემით მსოფლიოს მილიონობით მოქალაქე იტანჯება. მათი რიცხვი ყოველწლიურად მატულობს.

მოსალოდნელი სეზონური გამწვავებების პარალელურად, საუბარია იმაზეც, რომ ალერგიულმა ფონმა ბოლო დროს საქართველოშიც საგრძნობლად მოიმატა. ალერგიული გამოვლინებები თითქმის ყოველ მესამე ადამიანში ფიქსირდება. როგორც იმერეთის სამხარეო კლინიკური საავადმყოფოს ექიმი ალერგოლოგი მაკა ბჟალავა ამბობს: ,,ალერგია ორგანიზმში უცხო სხეულის ე. წ. ალერგენის მოხვედრით გამოწვეული მგრძნობელობაა. ალერგია სხვადასხვა ტიპისაა.

თეგები: ალერდიადაავადებამკურნალობასაზოგადოება