საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე 34 წლის ელისო ვარდანიძე გარდაიცვალა. გავრცელეული ინფორმაციით, ელისო ვარდანიძე გრიპის ვირუსის გართულებული ფორმით გუშინ, საღამოს, ათენის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა. გრიპის ვირუსმა პნევმონია გამოიწვია.
ვარდანიძეების ოჯახი გარდაცვლილის სამშობლოში გადმოსვენებას ვერ ახერხებს და დახმარებას საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს.
ელისო ვარდანიძე წარმოშობით ბაღდათის რაიონის სოფელ ვარციხიდან არის.