ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ელისო ვარდანიძის გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს

8 თებერვალი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 1

ელისო ვარდანიძის  გადმოსვენების  ხარჯებს  სახელმწიფო დაფარავს

“ათენში გარდაცვლილი ქართველი ემიგრანტის, ელისო ვარდანიძის სამშობლოში გადმოსვენების ხარჯებს, საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, 100%- ით დაფარავს საქართველოს საელჩო საბერძნეთში. აგრეთვე, ოჯახის პირადი ნივთების უსასყიდლოდ გადაზიდვას საქართველოში თავის თავზე აიღებს ჩიკორია ექსპრესი და შპს “საქრთველოს ფოსტა”,-ამის შესახებ “ნიუპრესს” საბერძნეთიდან ქართველმა ემიგრანტმა გიორგი ოკრიბელაშვილმა აცნობა.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთი დედაქალაქ ათენში პნევმონიით 34 წლის ელისო ვარდანიძე გარდაიცვალა. ელისო ვარდანიძე წარმოშობით ბაღდათის რაიონის სოფელ ვარციხიდან არის. მას 3 წლის შვილი დარჩა, რომელიც ათენში ელისოს დედასთან იმყოფება. გარდაცვლილი ემიგრანტის სამშობლოში გადმოსვენებისათვის საჭირო თანხებს ამ დრომდე საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები აგროვებდნენ.

თეგები: საბერძნეთი.ემიგრანტი.ელისო ვარდანიძე.