„ნიუპრესი“ აგრძელებს საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნებას. ამჯერად პარლამენტარ გუგული მაღრაძის ქონებრივ დეკლარაციას გაგაცნობთ. გუგული მაღრაძის სახელზე რეგისტრირებულია სამი საცხოვრებელი ბინა, ქობულეთში – 57.60 კვ.მ ფართობის, ზესტაფონში – 57.60 კვ. და თბილისში – 18.00 კვ.მ საცხოვრებელი ფართი. ასევე, მის სახელზე რეგისტრირებული 540.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისში. მის დეპოზიტზე, თი–ბი–სი ბანკი” – ში 20000.00 $ დევს.
გუგული მაღრაძეს ასევე აქვს კრედიტი, „ბანკი ქართუ“ – 11 435 ლარი, ასევე ბანკი ,,თი–ბი–სი ბანკი“ – 1 000.00 ლარი და 3 800.00 $. მას ასევე აქვს ნაღდი ფული, 4 000.00 ლარი, 2 200.00 $ და 1 200.00 ევრო. გუგული მაღრაძის შემოსავალი შეადგენს საქართველოს პარლამენტის წევრობისთვის მიღებული ანაზღაურებას- 34800 ლარს, ხოლო ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახ. უნივერსიტეტში, მიწვეული პროფესორის საზღაურს – 10800.00 ლარს.
თანამდებობის პირის დეკლარაცია შევსებულია 2015 წლის 31 დეკემბერს.