სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ინტერესთა კონფლიქტი იმერეთის მუნიციპალურ შესყიდვებში

12 თებერვალი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 1

ინტერესთა კონფლიქტი იმერეთის მუნიციპალურ შესყიდვებში

ქუთაისში, დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველო” შეხვედრა გამართა, სადაც „შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი იმერეთის მუნიციპალურ შესყიდვებში“ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

ორგანიზაციამ კვლევის შედეგად რამდენიმე მუნიციპალიტის მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებში დარღვევები გამოავლინა. „4 მუნიციპალიტეტში შემოწმდა, რამდენად გამჭირვალედ ჩატარდა მუნიციპალური შესყიდვები, ხომ არ არის რაიმე ინტერესთა კონფლიქტი. კვლევის შედეგად ოთხივე მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა რამდენიმე დარღვევა. მაგალითად, ვანიც მუნიციპალიტეტსა და შპს „ამიკოს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ვანის მუნიციპალიტეტის, საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ამირან დვალიშვილის ინტერესები იკვეთება. ასევე დარღვევა გამოვლინდა არადეკლარირებულ ქონებასთან დაკავშირებით, ამიტომ მოვუწოდებთ მუნიციპალიტეტის შესაბამისი თანამდებობის პირებს, დაინტერესდნენ ამ შემთხვევით, ასევე გააძლიერონ პრევენციული ღონისძიებები, რათა შემდგომში არ გამოვლინდეს მსგავსი დარღვევები“,- აღნიშნა „საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველოს“ ქუთაისის ოფისის იურისტმა თამთა კახიძემ.

კვლევამ ბაღდათის, ვანის, საჩხერისა და ხონის მუნიციპალიტეტები მოიცვა.

თეგები: „საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველო"თამთა კახიძე